იმერეთში კორონავირუსის შემთხვევებმა რეკორდულად მოიმატა
Kutaisi Daily
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული 348 ახალი შემთხვევიდან, 259 პაციენტი აჭარიდანაა, 111 თბილისიდან, იმერეთში 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 24, გურიაში 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში 5-5, ხოლო შიდა ქართლსა და კახეთში 2-2.
როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს აქტიური შემთხვევა არის 4518, საიდანაც 58 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის კი 8 არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი.
„ჩვენს ცენტრში არის 42 პაციენტი, აქედან 5 მძიმეა, ერთი კრიტიკული, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენამდე გაუმჯობესებულია. თბილისს უნდა გავუფრთხილდეთ, მატება შეინიშნება. 22 %-ია უკვე ახალ ინფიცრებულებში თბილისის წილი“, - განაცხადა მან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი_
#kutaisidaily