საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა აღრიცხული

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის განკურნებულია - 1705, გარდაცვლილია - 26 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 5584, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 836. კოვიდ სასტუმროებში - 563 პაციენტი იმყოფება. აჭარა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, 22:00 საათიდან კი, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. აქ მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.