ბოკერია კობახიძეს - თუ ხარ გოიმი, ჯობია იყო ნომერ პირველი

Tbilisi Daily

"თუ გოიმი ხარ, ჯობია კიარა, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო", - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მას "ნომერ პირველი გოიმი" უწოდა. "მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში უნდა ეცადოს, იყოს პირველი. თუ გოიმი ხარ, ჯობია კიარა, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო. ამიტომ დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის. ნომერ პირველი უნდა იყო, უნდა ეცადო ყოველ შემთხვევაში. მე ასე არ ვაფასებ ჩემ თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ, რომ თავი ნომერ პირველ გოიმად ჩავთვალო", - განაცხადა ბოკერიამ. დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პრემიერის პარლამენტში მოსვლაზე ოპოზიცია საუბრობდა გოიმურად, კიდევ ერთხელ, რომ პრემიერს ეშინოდა მოსვლა და ა.შ. ესაა წმინდა წყლის სპეკულაციები და გოიმობა“ და იქვე დასძინა, რომ „გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში“. #news #ბოკერია #კობახიძე #გოიმი #TbilisiDaily #DailyNews