82 წლის ქალბატონი ზუგდიდიდან, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია მთელი ქვეყნისთვის ჩოხას კერავს

Zugdidi Daily

ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა 82 წლისაა და თითქმის 60 წელია ქართულ ეროვნულ სამოსს კერავს. ამაყობს იმით, რომ საკუთარი პროფესიის წყალობით მთელი საქართველო შემოიარა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზომების ასაღებად მიემგზავრებოდა, რათა შემდგომ ჩოხები შეეკერა. შესაბამისად, იცის აფხაზური, იმერული და მეგრული ჩოხების შეკერვა. ლულუ ამბობს, რომ ძველად ჩოხას ორ დღეში კერავდა. ასაკთან ერთად ჩოხების შეკერვას მსგავსი სისწრაფით ვეღარ ახერხებს, მაგრამ მაინც წარმოუდგენელი პროდუქტიულობით გამოირჩევა. გასულ ზაფხულს ტრადიციული ქართული ცეკვების ანსამბლისთვის მან 100 ჩოხა შეკერა. ჩოხა შეუკერავს ისეთი ცნობილი კლიენტებისთვის, როგორიც საქართველოს ექს-პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაა. იხსენებს, რომ ძალიან სწყდებოდა გული, რადგან გათხოვების შემდგომ სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თუმცა, სწორედ მამამთილი აღმოჩნდა ის, ვინც მას ჩოხის შეკერვის ხელობა ასწავლა. საკუთარი პროფესია ძალიან უყვარს და მისი დიდი სურვილია სიკვდილამდე ჩოხის კერვის ტრადიციული მეთოდი სხვებსაც ასწავლოს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ეროვნულისამოსი #ჩოხა #zugdididaily