ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ხელოვნებას ?

0
ნიუ-იორკში Christieʼs Prints and Multiples აუქციონზე, რობოტის მიერ შექმნილი ნახატი გაიყიდა 432, 5 ათას დოლარად. ბოლოში, ხელოვანის ხელმოწერის ნაცვლად ეწერა ალგორითმი, რისი მეშვეობითაც ნახატი შეიქმნა. შედარებისათვის, იგივე პერიოდში, ენდი უორჰოლის (ადამიანის, რომელიც ცოცხალ კლასიკად იქცა) ნამუშევარი გაიყიდა სულ რაღაც 75 ათას დოლარად. დასაწყისში არავის სჯეროდა პროექტის წარმატების, სწორედ ამიტომ, აუქციონზე ნახატს საწყის ფასად 7-10 ათასი დოლარი დაედო. თუმცა, ერთ-ერთმა მილიონერმა მასში 45-ჯერ მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე ამას ელოდნენ. ამ არტ პროექტის უკან დგას სტუდელნტური კოლექტივი Obvious, რომელიც 25 წლის პროგრამისტებისაგან შედგება. ნახატზე გამოსახულია შავ კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი, თეთრი საყელურით, მისი სახის ნაკვთები არცთუისე კარგად ჩანს. არარსებული ხელოვანის ნახატი გამოსახავს არარსებულ ედმონ ბელამის. ეს არის გამოგონილი ოჯახის ერთ-ერთი წევრის პორტრეტი. ლეგენდის თანახმად, რომელიც პროგრამისტებმა მოიფიქრეს, ეს ადამიანი იყო გრაფ ბელამის შვილიშვილი. დეტალებამდე გათვლილია არა მხოლოდ საგვარეულო ნუსხა, არამედ თვითონ გვარის წარმომავლობაც. 2014 წელს, გამომძიებელმა, იან გუდფელოუმ გამოიგონა Generative Adversarial Networks (GAN). ფრანგული ანალოგიებისათვის ძმებმა შექმნეს შესატყვისი სიტყვა “belle amie”. რაში მდგომარეობს ნოვატორობა ? ამოქმედდა ორი პროგრამა. ერთი - გენერატორი - რომელიც შეისწავლიდა ნახატების სხადასასხვა სტილში ხატვას, რისთვისაც 19-20 საუკუნეში შექმნილი 15 ათასი პორტრეტის ანალიზი ჩაატარა. მეორე პროგრამა - დისკრიმინატორი - რომელიც ადარებდა ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქების მხატვრებს. როგორც პროექტის ავტორები ამტკიცებენ, რობოტისა და ადამიანის მიერ შექმნილ ესკიზს პროფესიონალებიც კი ვერ ამჩნევდნენ. ამის კვალობაზე ჩაატარეს ექსპერიმენტი და აღმოჩნდა, რომ ვერავინ განასხვავა რობოტი ადამიანისაგან. აუქციონის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პირველი ნახატია, რომელიც აუქციონე დაიხატა. რიჩარდ ლოიდი ამბობს, რომ ეს ტენდენცია მომავალში დიდ გავლენას იქონიებს ხელოვნების სფეროზე, ამიტომ ადამიანებს მოუწევთ გამოიგონონ ახალი ტენდენციები და ისეთი ტექნიკები, რომელიც საზოგადოებას აქამდე ჯერ არ უნახავს.
0