გედევან ფოფხაძემ პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა

Pirveliradio Ge

გედევან ფოფხაძემ პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა. ინფორმაცია "პირველ რადიოს" პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი პარტია „ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი" 8 ივნისს დააფუძნეს. გედევან ფოფხაძე ამ დრომდე პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა.