დაველოდებით ბატონ თორნიკეს პასუხს თვის ბოლომდე და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ - წაბლანას მოსახლეობა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფლების წაბლანასდა წაბლიანისმოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ადგილობრივების განცხადებით, ისინი შეხვედრით კმაყოფილნი არიან. მათივე თქმით, თორნიკე რიჟვაძემმათი პრობლემის გადასაჭრელად თვის ბოლომდე ვადა ითხოვა.
'დღევანდელი პანდემიიდან გამომდინარე, რა როგორ გადაწყდება ამის პასუხს თვის ბოლოს გავიგებთ. თვის ბოლომდე აიღო მთავრობამ დრო რომ საკითხი გადაწყვიტოს. საკმაოდ დადებითი პასუხი მივიღეთ,თანხმობა გარემონტებაზე, ოღონდ რა ფორმით იქნება ჯერ არ ვიცით, რომ გვეკუთვნის და ჩვენ რომ მართლები ვართ არ უარყოფს და ჩვენს გვერდით დგას, უნდა რომ საკითხი გადაწყვიტოს.
მთავრობა ფიქრობს რომ ხალხს დაეხმაროს, ეს დავინახეთ ბატონ თორნიკესთან.ამ პანდემიიდანდა გაჭირვებიდან გამომდინარე რა, როგორ იქნება, ამისთვის დრო არის საჭირო, რომელიც ითხოვა და თვის ბოლოს გვეცოდინება ყველაფერი დაზუსტებით' -განაცხადა ვაჟა აბაშიძემ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი თვის ბოლომდე დაელოდებიან აჭარის მთავრობიდან პასუხს და იმის მიხედვით იმოქმედებენ.
'დაველოდებით ბატონ თორნიკეს პასუხს თვის ბოლომდე, იმედი გვაქვს ღმერთის, რომ ეს დაზარალებული ხალხი, დამეწყრილი სოფლიდან,ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ხალხი დაკმაყოფილდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ' - განაცხადა ჯაბა შაინიძე
ორი სოფლის - წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა მათთვის გადაცემულისოციალური ბინების გარემონტებას ან სარემონტო თანხას ითხოვენ.