საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 036 755 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით საფრანგეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ, ევროპაში კი პირველი ქვეყანაა, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონზე მეტია. ამასთან, საფრანგეთში დაღუპულთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა. ფატალური შემთხვევების რაოდენობით ის მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში. საფრანგეთში 7 ნოემბერს ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი - 87 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორშაბათს კი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მცირე დღიური ზრდა, 9 406 შემთხვევა, დაფიქსირდა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსზე კონტროლის აღდგენას ახერხებს, თუმცა, „ლოქდაუნის“ შესამსუბუქებლად ჯერჯერობით მზად არ არის. შეგახსენებთ, საფრანგეთში ე.წ. საყოველთაო „ლოქდაუნი“ 30 ოქტომბერს, 1 დეკემბრამდე დაწესდა.