კელი დეგნანი ქუთაისში სამხედრო ლიცეუმს ეწვია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და სამხედრო ატაშე, სტეფანი ბეგლი ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "სტუმრებმა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.​ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30757032.html #ახალი_ამბები #twitter