ბელარუსის პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დაინიშნა

Tbilisi Daily

ბელარუსის ახალი პრემიერ-მინსიტრი რომან გოლოვჩენკო გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე გოლოვჩენკო სამხედრო-სამრეწველო სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ნიკოლაი სნოპკოვმა დაიკავა, მისი წინამორბედი დმიტრი კრუტოი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობა 3 ივნისს დაითხოვა.