ნაომი ქემბელის დამცავი კომბინიზონი მუზეუმს გადაეცემა

0
როცა პანდემია დაიწყო, ნაომი ქემბელის ვიდეო, რომელშიც სუპერმოდელი თვითმფრინავით მგზავრობის საკუთარ რუტინას გვაჩვენებს, ვირუსულად გავრცელდა. მას იმდენად ბევრი ადამიანი აზიარებდა თავის სოციალურ ქსელებში, რომ ის თითქოს ერთადერთი ვიდეო იყო, რომელიც იმ მომენტში უნდა გვენახა.
რუტინასთან ერთად მალე ყველა ნაომის ფოტოებმა აალაპარაკა, რომლებზეც სუპერმოდელს დამცავი კომბინიზონი აცვია. კომბინიზონმა იმდენად დიდი ყურადღება მიიქცია, რომ, როგორც აღმოჩნდა, მისი გადაცემა ქემბელს მუზეუმმაც კი სთხოვა.
Wall Street Journal - ის ცნობით, სუპერმოდელის ცნობილი კომბინიზონი Fashion Museum Bath - ს გადაეცემა. ასეთი წინადადება თავად სუპერმოდელისთვისაც გასაკვირი აღმოჩნდა: "ვიფიქრე, "მართლა?!" ეს რატომ უნდა უნდოდეთ?" - განაცხადა ნაომიმ ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქემბელმა დამცავი კომბინიზონების გამოწერა ლინდა ევანჯელისტას რჩევით დაიწყო და მას შემდეგ მგზავრობისას ისინი მისი მთავარი ატრიბუტია.
0