რისი ნახვა შეგიძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტში ?

0
შიდა ტურისტული სეზონი გაიხსნა. მსოფლიო პანდემიის გამო გაჩერებული ტურიზმის სექტორი 15 ივნისიდან ამუშავდა. ჩვენ დავინტერესდით თუ რა ადგილების ნახვაა შესაძლებელი მარნეულის მუნიციპალიტეტში ტურისტებისთვის.  მარნეულის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტთან ტურიზმის საკითხებში, ელგუჯა კუპატაძე განმარტავს, ამ ეტაპზე, სეზონიდან გამომდინარე, უმჯობესია დამთვალიერებლები წერაქვს, ახკერპსა და ოფრეთს ესტუმრონ. "როგორც ხედავთ, ტემპერატურამ მოიმატა და შესაბამისად, ისეთ ადგილებს უნდა ვირჩევდეთ, სადაც მეტი სიგრილეა. აქედან გამომდინარე, მე მთის ზონას განვიხილავ: სოფელ წერაქვს ახკერპსა და ოფრეთს. იქ შეიძლება პიკნიკის მოწყობაც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც გვაქვს ბილიკებიც გადის და შესაძლებლობა ექნებათ ნახონ არქიტექტურული ძეგლები და დაისვენონ. შესაძლებელია მოვინახულოთ წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმი. ასევე ოფრეთშია ნათლისღების ეკლესია, სადაც წყარო ამოდის. ასევე სოფელ ჩანახჩიში არის სომხური არქიტექტურა, ფანტასტიური ძეგლია ხორაკერპის. ბუნებაც ძალიან ლამაზია. ლეხვიანია სოფელი, რომელიც შეგვიძლია მოვინახულოთ იმიტომ, რომ ველობილიკი გადის და მაინც შიდა ტურიზმი ასეა თუ ისეა მუშაობს. შესაძლებელია ვიზიტორებიც კი შეგხვდნენ. იქ ვნახავთ აუცილებლად აგროტურიზმის პრაგმნტებს - მეფუტკრეობას. შესაძლებელია ნატურალური პროდუქტის ყიდვა. თუ ვინმე გერმანული ტურიზმით დაინტერესდება, თამარისში უნდა გავუშვათ. დანარჩენ სოფლეში ძალიან ცხელა, თორე წოფიც საინტერესოა, ხოჯორნიც და ა.შ. თუ რამდენი ტურისტი ესტუმრა გასულ წელს მარნეულს, ამის სტატისტიკური მონაცემები მარნეულის მერიას არ გააჩნია. ეგლგუჯა კუპატაზე სავარაუდო რიცხვად 3000 ასახელებს. როგორც თავად ამბობს, ზუსტი სტატისტიკის გაგება მარნეულის საინფორმაციო ჯიხურის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რომელიც შესაძლოა ივლისის დასაწყისში გაიხსნას. აღსანიშნავია, რომ მარნულში ტურისტული ცენტრის მშენებლობაზე მუშაობა მარნეულის მერიამ ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად მერიამ, 2017 წლის 29 დეკემბერს, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულ დოკუმენტში მერიამ 977 ლარი დახარჯა.
#შიდატურიზმი
#მარნეული
#მგზავრობა
#MarneuliDaily
წყარო: რადიო მარნეული
#მეცნიერება
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0