მოდი, თვალი გადავავალოთ მეცხრამეტე საუკუნის ისტორიას და იმ მოვლენებს, რომლებზეც ისტორიკოსები ალაპარაკდნენ უკვდავყოფილ ფურცლებზე, აუცილებლად გაგვიჩნდება სურვილი , შევჩერდეთ იქ, სადაც ვაწყდებით ინფორმაციას მუჰაჯირობასა და მუჰაჯირებზე.
მუჰაჯირობა კავკასიელი ხალხის იძულებით გადასახლებას ნიშნავს. ეს პროცესი დაკავშირებულია ისტორიულ მოვლენებთან:რუსეთ-ოსმალეთის ომები, კავკასიის ასწლიანი ომი.
მუჰაჯირობა, დეპორტაცია, დაკარგული ხალხი
ფოტო:ინტერნეტმასალების მიხედვით მოამზადა ნინო ბერძენიშვილმა
მკვლევართა დიდი ნაწილი მუჰაჯირობის დაწყების თარიღად მიიჩნევს 1864 წლის 21 მაისს, როცა რუსულმა არმიამ აიღო კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგობის ბოლო კერა აბაზური სოფელი კბაადა, მოულოდნელმა დარტყმამ გაანადგურა სოფლის მოსახლეობა, ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უბრძანეს აერჩიათ გადასახლებისთვის საჭირო ადგილი, რუსეთის შიდა გუბერნიებიდან ერთ-ერთი ან ოსმალეთის იმპერიის ტერიტორია.
მუჰაჯირობის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გააჩნია ქართველ საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძეს, მისი აზრით: „კავკასიაში მუჰაჯირობა დაიწყო მეთვრამეტე საუკუნის ბოლო ოცწლეულში, თუმცაღა ზაქარია ჭიჭინაძე მუჰაჯირთა პირველ ტალღად მიიჩნევდა 1815-1820 წწ. ლაზისტანის სანჯაყიდან, ხოლო 1828-1829 წწ. ახალციხის ყოფილი საფაშოს ტერიტორიიდან ქართველ მუსლიმანთა გასახლებას“.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონკრეტული ისტორიული ცნობები 1815-1820 წელს ლაზთა გადასახლების შესახებ არ მოიპოვება, ამიტომაც უმჯობესი იქნება თუ მუჰაჯირობის საწყის ეტაპად მივიჩნევთ 1828-1829 წლებს. 1829 წელს ახალციხის საფაშოდან წამოსული მუჰაჯირები გადაუსახლებიათ აჭარასა და არტაანში, ხოლო 1878 წელს- დასავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე.
მუჰაჯირობა -შ.აჭარელის სტატიიდან
1867-1870 წლებში მუჰაჯირობა გავრცელდა საქართველოშიც, როგორც ისტორიულად ცნობილია ამ პერიოდში საქართველოზე რუსეთი ბატონობდა.1867 წლის აფხაზეთის აჯანყების მონაწილეები იძულებით გაასახლეს ოსმალეთს იმპერიაში.ეს იყო მასობრივი გადასახლება, რომელმაც ძალიან ცუდად იმოქმედა საქართველოს ისედაც დამძიმებულ ყოველდღიურობაზე.ერთ უბედურებას დაემატა მეორე, რაც გულისხმობდა გადასახლებულთა გამუსლიმანებას.მუჰაჯირთა ნაწილი აღიარებდა ისლამს, ნაწილი-არა.მუჰაჯირობა თანმდევი პორიცესი იყო 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის, ცნობილია, რომ იმ დროისთვის 2 მილიონი კავკასიელი მუჰაჯირი აფარებდა თავს ოსმალეთის იმპერიას, უცნაურია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ გარკვეული უფლებები და პრივილეგიებიც, მაგალითად:არისტოკრატები ინარჩუნებდნენ კუთვნილ უფლებებს, რის გამოც ისინი მუსლიმ დიდებულებს უთანაბრდებოდნენ.ასევე მუჰაჯირებს შეეძლოთ სამოსახლოდ დაეკავებინათ სახელმწიფოს კუთვნილი მიწები.
მუჰაჯირებზე საუბარი უსასრულოდ შეგვიძლია, რადგან მათი ისტორია საკმაოდ ხანგრძლივ და რთულ გზასთანაა დაკავშირებული, თუმცა ერთი რამ ცხადია, მუჰაჯირობა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პროცესია, რომელმაც საკმაოდ მძიმე შედეგები გვიბოძა, დღესდღეობით მუჰაჯირობის შთამომავლების თვითაღქმა განსხვავებულია.მუჰაჯირების ნაწილი ვერ ფლობს ქართულ ენას, ამიტომაც ისინი თავს აღიქვამენ ეთნიკურ თურქებად, ზოგი კი თვისუფლად ფლობს ქართულს, თუმცა მაინც ეთნიკურ თურქებად აღიქვამენ თავს, ამის მთავარი მიზეზი კი არის ის , რომ მათ არ სურთ ეთნიკურ უმცირესობად ყოფნა.ვხვდებით ოჯაცებსაც, რომელთაც შეუძლიათ ქართუად საუბარი, თუმცა ცდილობენ შვილებს შეასწავლონ უფრო გავრცელებული და „პრესტიჟლი“ ენები იქნება ეს თურქული, ინგლისური და ა.შ.მოკლედ რომ ვთქვათ, შთამომავლებს გაუადვილონ თურქულ სამყაროში ინტეგრაცია.ასევე მუჰაჯირების წარმომადგენლები ცდილობენ დაიბრუნონ წინაპრებისთვის დამახასითებელი ჩვევები და ცდიობენ შთამომავლობასაც გადასცენ წინაპართა კულტურა.
გამოყენებული წყაროები:
1.
http://www.gurianews.com/article/istoria/muhajiroba-deportatsia-da-dakarguli-khalkhi მუჰაჯირობა, დეპორტაცია და დაკარგული ხალხი, 27მარტი, 2017წ.16:01:08 ინტერნეტ მასალების მიხედვით მოამზადა ნინო ბერძენიშვილმა
2.
http://dl.sangu.edu.ge/pdf/realuriistoriamuhajirebi.pdf ტარიელ ფუტკარაძე, მიხეილ ლაბაძე, ფევზი ჩელები „მუჰაჯირობის რეალური ისტორია და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლობის დღევანდელი თვითაღქმა“.
3.
https://nobility.ge/%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/ მუჰაჯირობა შ.აჭარელი