ლუგარის ლაბორატორიის გარდა, კორონავირუსზე კვლევის ჩატარება თბილისში, კიდევ ერთ ლოკაციაზე იგეგმება
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის გარდა, კორონავირუსის ინფექციაზე კვლევების ჩატარება, თბილისში, კიდევ ერთ ლოკაციაზე, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ლაბორატორიაში და ასევე ქუთასისსა და ბათუმშიც იგეგმება.
მან ასევე აღნიშნა, რომ გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებების ზუსტად და ხარისხობრივად შესრულება არის მნიშვნელოვანი.
„25 იანვარს, როცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრენები უნდა შეგვეჩერებინა ჩინეთის მიმართულებით, მაშინაც არ ყოფილა რეალური საფრთხე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ წინასწარ გადადგმული ყველა პრევენციული ღონისძიება, იძლევა იმ ეფექტურ შედეგს, რომელიც დღეს გვაქვს. რელურად საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს ის 34 პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავს, ის დაფიქსირებული სტატისტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, ის გამკაცრებული ღონისძიებები და ამ ღონისძიებების ხარისხობრივად შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად," - განაცხადა ტიკარაძემ.
#კორონავირუსი
#ახალილაბორატორია
#თბილისი
#tbilisidaily