სოფელ მუშევანში კორონავირუსზე ყველა მცხოვრებს იკვლევენ
Pirveliradio Ge
სოფელ მუშევანში კორონავირუსზე ყველა მცხოვრებს იკვლევენ. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ავრცელებს. მისივე თქმით, სოფელში 600-მდე საკვლევი მასალის აღებაა დაგეგმილი. სულ მუშევანში 250 ოჯახი ცხოვრობს. დღევანდელი ტესტირება ფაქტობრივად მთელ სოფელს მოიცავს.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტი გახსოვთ, საქართველოში ყველაზე მეტად დაზიანებულია. სამ მუნიციპალიტეტში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში გვაქვს 60-მდე კოვიდ დადებითი შემთხვევა. ყველაზე დაზიანებულია ბოლნისი და მუშევანი. 55 შემთხვევაა სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანილი. 60-მდე ადამიანი კარანტინშია.
გვინდოდა მთელი სოფლის გამოკვლევა, მაგრამ დამყოლობა იყო რთული. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ ბევრი იმუშავეს. ასევე, ძალოვან სტრუქტურებს. ჩატარდა სერიოზული სამუშაო. ცხრა ბრიგადა მუშაობს. ვიყავი მისული. მოსახლეობა უკვე კმაყოფილებას გამოთქვამს. დამყოლობა იყო კარგი. 556 ადამიანს აუღეს სინჯი. ხვალ დღის ბოლომდე იქნება აღებული სინჯები, სულ 575 სინჯს ავიღებთ. მოვიცავით მთელი სოფელი. იმის მიხედვით, როგორი პასუხები იქნება, გადაწყდება, თუ რა ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, მუშევანი 25 აპრილიდან წითელი ზონაა და ჩაკეტილია.
http://pirveliradio.ge/?newsid=144535