„კოვიდ-19“-ით გერმანიაში 7 634 პირია გარდაცვლილი
Tbilisi Daily
გერმანიაში ახალი კორონავირუსით კიდევ 798 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
„გარდიანის“ ცნობით, 13 მაისის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსიs შემთხვევების რაოდენობა 171 306-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში გერმანიაში აღნიშნული ვირუსით 101 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ით გერმანიაში 7 634 პირია გარდაცვლილი.