რა ნაბიჯების განხორციელებით დაიწყებს ბაიდენი საპრეზიდენტო ვადას:

Interworld

იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ არ აღიარებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას, ადგილობრივი მედია უკვე მის შესაძლო პირველ გადაწყვეტილებებზე მსჯელობს. ჟურნალისტთა პროგნოზით, მისი პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან ბაიდენი ხელს მოაწერს ბრძანებულებებს, რომელიც ტრამპის არაერთ გადაწყვეტილებას გააუქმებს. სავარაუდო სია კი ასე გამოიყურება: - ბაიდენი ამზადებს იმ აუცილებელ და გადაუდებელ ზომებს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ არის საჭირო და აქ იგულისხმება მასობრივი ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება და ფედერალურ ინსტიტუციებში პირბადის ტარების ვალდებულება; - ახალი ლიდერი აპირებს კვლავ შეუერთდეს კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმებას. ოფიციალურად, აშშ-მა მასში მონაწილეობა ა.წ. 4 ნოემბერს დაასრულა და ჯერ კიდევ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა ტრამპი, რომ მოცემულ შეთანხმებაზე საბოლოოდ იტყოდა უარს; - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) შეერთებული შტატების გასვლის გაუქმება. მანამდე ტრამპმა მოცემული ქმედების განხორციელების პირობა დადო, კორონავირუსული პანდემიის და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გამო; - გაუქმდება ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება აშშ-ს ტერიტორიაზე ზოგიერთი ქვეყნის (ძირითადად მუსლიმური სახელმწიფოებიდან) წარმომადგენელთა შესვლის აკრძალვის თაობაზე; მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #USA #new #president #Biden #interworld