ელენე ხოშტარია პარტიას ტოვებს?

Tbilisi Daily

“ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია პარტიას ტოვებს. ის განცხადებას დღეს 3 საათზე გააკეთებს. ელენე ხოშტარიამ პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ უარყოფს და აცხადებს, რომ დღეს 3 საათზე პარტიაში მივა, სადაც ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. “დღეს სამ საათზე მექნება განცხადება, პარტიაში მივდივარ შეხვედრა გვაქვს და მერე გამოჩნდება”, – განაცხადა ხოშტარიამ.