ვინ და რას ეძებდა ანა დოლიძის ბინაში
Tbilisi Daily
ანა დოლიძის დედის ბინა გაქურდეს. ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი სოციალურ ქსელში, წერს:
“ისეთი თარეშია ქვეყანაში კრიმინალის, რომ მარტო, ერთოთახიან ბინაში მცხოვრები პენსიონერი ქალის გაძარცვაც კი ღირს.
ან ეს არის სპეციალურად განპირობებული აქტი,
ეძებდნენ ან საბუთებს,
ან ეგულებოდათ რაღაც დიდი ფული.
ბინა სადაც დედაჩემი ცხოვრობს გაქურდეს გუშინ ღამე. ბინა რეესტრშიც და დეკლარაციაშიც ჩემ სახელზეა.
მეგობრებო, დიდი მადლობა თქვენი ზარებისათვის. შეგნებულად ჯერ არ ვავრცელებ რაიმე ვერსიას ჩემი ბინის ქურდობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მე მაქვს ბევრი კითხვა ამ ქურდობასთან დაკავშირებით: როდესაც ეწევი ჩემნაირ საჯარო საქმიანობას, მწვავედ აკრიტიკებ ხელისუფლებას, კლანს, აზარტულებს და მონოპოლიებს, ერთი თვეა შექმენი მოძრაობა და აგროვებ ხალხს, საკითხვია ამ დროს რატომ შედის ვიღაც და იქექება შენს პირად ნივთებში/საბუთებში/სურათებში ანდა ეძებდა ბევრ ნაღდ ფულს. როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე, თავიდან დროს ვაძლევ გამოძიებას თვითონ გადადგას ნაბიჯები",-წერს ანა დოლიძე.