აშშ-ში 10 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებულია
Tbilisi Daily
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთარუცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. განახლებულ მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის მსხვერპლთა საერთო რიცხვი 243 768-მდე გაიზარდა, ხოლო ბოლო 24 საათში გარდაცვალების 512 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ასევე მზარდია გამოჯანმრთელების სტატისტიკა. 9 ნოემბრის მონაცემებით, მათი რიცხვი 6 მლნ-ს აჭარბებს.
აშშ-ის შემდეგ, კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება ინდოეთში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, რუსეთის ფედერაციაში, ესპანეთსა და არგენტინაში.