შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. გლდანის ციხეში გადაიყვანეს

Pirveliradio Ge

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. მატროსოვის ციხიდან გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს - ამის შესახებ მისი ადვოკატი გიორგი გელხაური საუბრობს. „მოვედით, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზ.ხ. გადაიყვანეს მერვე დაწესებულებაში - მოგვიწევს გლდანის მერვე დაწესებულებაში ხვალ შესვლა. ამის შესახებ არც დაცვის მხარემ და არც გამოძიებამ არ იცოდა", - ამბობს გიორგი გელხაური. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ზ.ხ. მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს - ამის შესახებ მოკვლევა დაწყებული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს.