ბათუმის "დინამოს" 14 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა - საქართველოს ეროვნულ ლიგა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეერვე ტურის შეხვედრები გაიმართა. ბათუმის 'დინამომ' საკუთარ მოედანზე 'სამტრედია' მიიღო და 2-0 დაამარცხა.
ანგარიში 36-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა გახსნა. 93-ე წუთზე კი გაფრინდაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
8 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ 'დინამოს' 14 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. ეროვნულ ლიგის ცხრილში სიტუაცია დაიძაბა. 8 ტურის თავზე პირველ ადგილზე 16 ქულით გორის 'დილაა', 15 ქულით მეორე ადგილს თბილისის 'დინამო' იკავებს. შემდეგ შეხვედრას ბათუმელები გასვლაზე საჩხერის 'ჩიხურასთან' 9 აგვისტოს გამართავენ.