ბელგიაში „ლოქდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბელგიაში, კორონავირუსის მესამე ტალღის პრევენციის მიზნით „ლოქდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდა, ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ხვალიდან ბელგიაში სკოლები, არასასურსათო მაღაზიები და სილამაზის სალონები 4 კვირით იხურება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტი“ ქვეყანაში დომინანტური გახდა, რამაც საავადმყოფოებში კოვიდ პაციენტების რაოდენობის გაორმაგება გამოიწვია. ბელგიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 849 090 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს დღემდე 22 786 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.