ევროკავშირი ბოსნიას მოუწოდებს შეწყვიტოს უვიზო რეჟიმი რუსეთთან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ევროკავშირმა ბლოკში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყანას, ბოსნია-ჰერცეგოვინას კიდევ ერთხელ მოუწოდა დაასრულოს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. "ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობის მოლოდინი [გვაქვს] ბოსნია-ჰერცეგოვინისგან, რაც არ ითვალისწინებს უვიზო რეჟიმს რუსეთთან" - უთხრა ბოსნიაში ჩასულმა ევროკავშირის დელეგაციამ რადიო თავისუფლებას 30 იანვარს. ბოსნია-ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიიღო და მისგან მოელიან სანქციების და სავიზო პოლიტიკის ევროკავშირისასთან შესაბამისობაში მოყვანას. https://www.radiotavisupleba.ge/a/32246496.html

Source: radiotavisupleba.ge