რომელი სავაჭრო ობიექტები განაგრძნობენ ფუნქციონირებას?

Tbilisi Daily

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმ სავაჭრო მაღაზიებისა და ობიექტების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობს: 1. სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები); 2. სურსათის სამაცივრე მეურნეობები; 3. სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები; 4. ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე); 5. საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით; 6. ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები; 7. სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები); 8. ვეტერინარული კლინიკები; 9. ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები; 10. ცხოველთა ფერმები; 11. ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები; 12. ზოომაღაზიები; 13. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები; 14. სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები; 15. საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები. #კორონავირუსი #სურსათისეროვნულისააგენტო #სურსათი #დარჩი სახლში #tbilisidaily