მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამოყენებული სამხედრო ტექნიკა: თვითმავალი არტილერია 2S1 GVOZDIKA

Interworld

- 2S1 GVOZDIKA არის საბჭოთა/რუსული წარმოების 122 მმ-იანი შეჯავშნული თვითმავალი ჰაუბიცა (საარტილერიო იარაღის ტიპი და მისი დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა), რომლის პირველი პროტოტიპი 1969 წელს შეიქმნა. - 2S1 GVOZDIKA საბჭოთა არმიის შეიარაღებაში 1970-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა. საარტილერიო ტექნიკა ეკიპაჟის 4 წევრისგან შედგება - მეთაური, მძღოლ-მექანიკოსი, „ჩამტვირთავი“ და მემიზნე. - 2S1 GVOZDIKA მსოფლიოს მრავალი არმიის შეიარაღებაში გამოიყენება, ხოლო თავად რუსეთის არმიაში მხოლოდ სარეზერვო ქვედანაყოფების დაქვემდებარებაშია, რადგან ჯარში მისი ჩანაცვლება მოხდა 2S19-ით. - მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე შეტაკებებში, როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური მხარე აქტიურად იყენებს ზემოხსენებულ საარტილერიო ტექნიკას მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. - 2S1 აღჭურვილია მოდიფიცირებული 2A31 ტიპის ქვემეხით, რომლითაც ასევე არის აღჭურვილი D-30 ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცა. - GVOZDIKA თავსებადია ყველა სახის 122 მმ-იან საბრძოლო მასალასთან, რომელიც D-30 ჰაუბიცასთვის შექმნილა. ხსენებულ ტექნიკას 40 ერთეული ჭურვის გადატანა შეუძლია და ძირითადად გამოყენებადი ჭურვის (HE-FRAG) გასროლის მაქსიმალური დიაპაზონი 15,2 კმ-ია. - 2S1-ის ფოლადის კორპუსი სამ ნაწილად იყოფა - მძღოლ-მექანიკოსის განთავსების ადგილი წინა მარცხენა მხარეს. იმავე მძღოლ-მექანიკოსის უკან განთავსებული ძრავი და კორპუსის უკანა მხარეს არსებული კოშკურა. 2S1-ის შედუღებული ფოლადის ჯავშანი ეკიპაჟის დაცვას მცირე ზომის (კალიბრის) ცეცხლსასროლი იარაღისა და ჭურვების ნამსხვრევებისგან უზრუნველყოფს. - 2S1 GVOZDIKA-ს (SAU-122) მუხლუხი MT-LB მულტიფუნქციური კონვეიერული ტრაქტორის სახეცვლილ მუხლუხს წარმოადგენს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #military #conflict #interworld