Georgian Airways-ის ზაფხულის ფრენების განრიგი – წინასწარი

0
ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელიც რეგულარული ფრენების აღდგენას 2 ივლისიდან გეგმავს, საზაფხული ფრენების განხიგში ცვლილება შეიტანა, წერს Routes Online. პორტალის ცნობით, 15 ივნისისთვის არსებული მდგომარეობით, გეგმა ასეთია: ბათუმი-თელ-ავივი, 2 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე. თბილისი-ამსტერდამი, 6 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე (22 ივლისიდან – სამი სიხშირე). თბილისი-ბარსელონა, 5 ივლისიდან, კვირაში ერთი სიხშირე. თბილისი-ბერლინი, 3 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირე. თბილისი-ბრიუსელი, 2 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე (14 ივლისიდან 30 აგვისტომდე – სამი სიხშირე). თბილისი-მოსკოვი (ვნუკოვო) 14 ივლისიდან, დღეში ორი სიხშირე. თბილისი-პარიზი, 3 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე. თბილისი-თელ-ავივი, 2 ივლისიდან, კვირაში 13 სიხშირე. თბილისი-ვენა, 2 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირე. დღევანდელი მონაცემებით, ავიაკომპანიამ ზაფხულის განრიგიდან თბილისი-კიევისა და თბილისი-ლონდონის ფრენები ამოიღო. “ამასთან, განრიგში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს – სხვადასხვა სამოგზაურო შეზღუდვის გათვალისწინებით”, – წერს Routes Online.
0