ლიფტის ჩაწყდომის შედეგად დაშავებულები,ნიკა ლომიძის ოჯახის წევრები არიან

0
ლიფტის ჩაწყდომის შედეგად დაშავებულები ნიკა ლომიძის ოჯახის წევრები არიან. თბილისი, ბაგრატიონის 6ა-ში, ლიფტი გუშინ საღამოს ჩაწყდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს
, რომ დაშავებულია ოთხი მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ერთი კაცი, ორი ქალი. უწყების ცნობითვე, არაარულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, კაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა აქვს, ქალს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები. ყველა დაშავებული სასწრაფომ სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია)
#ახალიამბები
#ხელოვნება
0