ყირგიზეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

Tbilisi Daily

ყირგიზეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პარლამენტმა მთავრობის მეთაურის პოსტზე სადირ ჟაპაროვის კანდიდატურა დაამტკიცა. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს. მასობრივი არეულობების ფონზე ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა კი თანამდებობა დატოვა.