გირჩევთ, სათანადო პირობები შეუქმნათ დასაქმებულებს, რომ დაავადებულებმა არ იარონ სამსახურში -ზახაშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142052 გირჩევთ, რომ შეუქმნათ სათანადო პირობები იმისთვის, რომ დაავადებულებმა არ იარონ სამსახურში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამით ისინი დაიცავენ სხვა დასაქმებულების ჯანმრთელობას. "აცადეთ მათ გამოჯანმრთელება, რაც არ უნდა იყოს ამ დაავადების მიზეზი, თუნდაც იყოს სხვა რესპირაციული მიზეზი, გარწმუნებთ, ასე სჯობს. დამსაქმებლები თუ უფრო მეტად იზრუნებენ თავის დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, მხოლოდ და მხოლოდ წაადგებათ. იმიტომ რომ ერთი Covid-19 -ით დაავადებული შეიძლება გახდეს მათი საქმიანობის, ბიზნესის დროებით შეჩერების ან შეფერხების მიზეზი. გირჩევთ, რომ შეუქმნათ სათანადო პირობები იმისთვის, რომ დაავადებულებმა არ იარონ სამსახურში," - განაცხადა ზახაშვილმა.