საქართველოში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ - 566

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142582 საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 27 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 184 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5243 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550.