თურქეთის სასამართლომ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
10 ივლისს თურქეთის სასამართლომ აია სოფიას, 6 საუკუნის ძეგლს, სტამბოლის სიმბოლოს, გაუუქმა მუზეუმის სტატუსი. შედეგად, მომზადდა საფუძველი, რომ ტაძარი კვლავ მეჩეთად გადაკეთდეს.
აია სოფია, ბიზანტიური და მსოფლიო არქიტექტურის შედევრი, ქრისტიანული ტაძარი იყო და ოსმალეთის მიერ 15-ე საუკუნეში კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, მეჩეთად გადაკეთდა. მის გარშემო აიგო მინარეთები და შიდა მოზაიკური მოხატულობა დაიფარა, რადგან ისლამი კრძალავს სალოცავ სივრცეში გამოსახულებებს.
1934 წელს, ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს, ტაძარს მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს. აია სოფიას 1985 წლის შემდეგ იუნესკო იცავს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30719544.html
#ახალი_ამბები
#twitter