თუ პარლამენტი უარს ამბობს თავის უფლებამოსილებებზე, კითხვები ჩნდება - ჯაში
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143819
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში "დღის სტუმარში" საუბრისას შეეხო დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს .
"პრობლემა ის არის, რომ როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი უარს ამბობს საკუთარ უფლებამოსილებაზე, სრულ დელეგირებას აკეთებს ამდენად მნიშვნელოვანი საკითხის ხელისუფლებაზე, მით უმეტეს, წინა საარჩევნო, საკმაოდ სენსიტიურ პერიოდში, ეს აჩენს კითხვებს," - აცხადებს მარიამ ჯაში.
მისი თქმით, ამ კრისიზულ პერიოდში პარლამენტის წევრები, იქნებიან ისინი უმრავლესობაში თუ ოპოზიციაში, ვალდებულნი არიან, 24 საათიან რეჟიმში იყვნენ მობილიზებული, რომ ნებისმიერ მომენტში განიხილონ პარლამენტში შემოსული წინადადებები.