კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი ინფიცირების წყარო ცნობილია

Tbilisi Daily

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიზის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. მათგან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, ორი კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელთაც საზღვარი სარფის გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთეს და მათ შემთხვევაში, ადგილზევე აღმოაჩინეს ინფიცირების ფაქტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192.