„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას – თურნავა
Pirveliradio Ge
„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის და მათ ძალადობრივ სცენარებზე ფიქრის გარდა არაფერი დარჩათ.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ყველა ობიექტური კვლევის და მოსახლეობის განწყობის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას. ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამის რწმენის საფუძველს არა მხოლოდ კვლევები, არამედ მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხება გვაძლევს.
მე და ჩემი კოლეგები მუდმივად დავდივართ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ვაცნობიერებთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს თუ ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებულები ვართ, რომ კვლავაც ნდობის მანდატს მოგვანიჭებს. რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, ეს არის იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მათ ძალადობრივ სცენარებზე ფიქრის გარდა არაფერი დარჩათ, რაც ჩვენი მხრიდან იქნება აუცილებლად აღკვეთილი, მოსახლეობას რევოლუციები არ სჭირდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.