რატომ ჩაუწერეს ექიმებმა მძიმედ დაზიანებულ ბარბაქაძეს სამედიცინო ისტორიაში ველოსიპედიდან გადმოვარდნ?
Tbilisi Daily
კიდევ ერთი საეჭვო გარემოება შაქარაშვილის საქმეში.
"მთავარი არხი" შაქარაშვილის საქმის დროს დაზარალებული გიორგი ბარბაქაძის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ახალგაზრდას მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვს მიყენებული.
ბარბაქაძე ჩვენებაში ტრაგიკულ ღამეს იხსენებს და ჰყვება, რომ 18 ივნისს ტრაგიკულ დაბადების დღეზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას თავდამსხმელის მოქნეული რკინა მოხვდა. ბარბაქაძე იმ ღამეს სასწრაფომ "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" მიიყვანა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით ექიმებმა დაზიანების სიმძიმის მიუხედავად პაციენტს სამედიცინო ისტორიაში სხვა ჩვენება ჩაუწერეს. მედიკოსებმა დაზიანების მიზეზად ველოსიპედიდან გადმოვარდნა დაასახელეს.