შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

შიდა ქართლში დღეს კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა შორის 4 არასრულწლოვანია და 3 მათგანი გორის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა. ახალ დადასტურებულ შემთხვევაში შედის ტელეკომპანა „დიას“ ჟურნალისტიც, რომელიც უკვე საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილია. მისი კონტაქტები ნაწილობრივ მოძიებულია, თუმცა ეპიდკვლევა გრძელდება. შიდა ქართლში სულ 163 კოვიდინფიცირებულია, 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 87 კი თვითიზოლაცია მოეხსნა. სულ თვითიზოლაციაში 743 პირია გადაყვანილი. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, ვირუსი კიდევ 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7827 ადამიანი, გარდაიცვალა 128 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5900 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.