ვიყავით ყველგან, სადაც ეკონომიკა გვაძლევდა საშუალებას და დახმარება სჭირდებოდათ - გახარია
Pirveliradio Ge
ვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
,,უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანას შეზღუდული რესურსი აქვს. არ ვიცით და მსოფლიოში ვერავინ ვერ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, რა პერიოდით გაგრძელდება ეს პანდემია, იქნება მეორე ტალღა თუ არ იქნება. ჩვენ კი არა ბევრად უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები, ხან მეორე და ხან მესამე ტალღაზე საუბრობენ. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ერთადერთი, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია, გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ. ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას", - განაცხადა გახარიამ.
http://pirveliradio.ge/?newsid=144277