არა ოკუპაციას - აქცია ბათუმში
Tbilisi Daily
არა ოკუპაციას, თავისუფლება ზაზა გახელაძეს - ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები ოკუპაციის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. სოკოს საკრეფად წასული ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ ფეხში დაჭრეს, შემდეგ უკანონოდ დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს. ინციდენტიდან ცოტა ხანში დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ე.წ. კაგებეს პრესსამსახურის ცნობა გაავრცელეს.