რა არის ბათუმში მოზარდების მოწამლვის მიზეზი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

რამდენიმე დღეა მოქალაქეები სოციალურქსელში აქტიურად წერენ, რომ ბათუმში ბავშვების ინტოქსიკაციის შემთხვევები გახშირდა. მათ ნაწილს თბილისის კლინიკაში გადაყვანაც კი დასჭირდათ. მშობლები ყვებიან, რომ დაავადება დიარეით და ღებინებით იწყება, შემდეგ კი რთულდება. ბავშვებს ძირითადად თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებათ,რამდენიმე მათგანს დიალეზიც კი დასჭირდა. ისინი ბათუმის სამედიცინო დაწესებულებიდან იაშვილის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს. ''მეგობრებო, ამას ვწერ რადგან გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან სადაც 17 მცირეწლოვანი ბავშვი წევს საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია - გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალეზს ყოველდღიურად, მაღალი სიცხეები რომელსაც ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან ერთად. ყველა ბავში ან ბათუმის მკვიდრია ან მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბათუმში. ყველას ორგანიზმშია ნაწლავური ჩხირი 'Escherichia coli' როგორც ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი ეს ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, ზღვა თუ დასალევი წყალი ეს არ ვიცით. ბავშვები 3 წლიდან 11 წლამდეა და მართალია იაშვილის კლინიკაში ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვებისათვის და მათი ორგანიზმიდან ბაქტერიის გამოსადევნად მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. ეს ბავშვები ექიმებთან ერთად ყოველ წუთს ებრძვიან ამ საშინელ ჩხირს რომ იცოცხლონ. 17 ბავშვიდან 1 ჩემი დეიდაშვილის შვილია 3 წლის ალეკუნა, მე არ გთხოვთ დახმარებას ფინანსურად, მხოლოდ იმას გთხოვთ რომ გააზიაროთ პოსტი, რომ სხვა ბავშვები რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ ან დასასვენებლად იმყოფებიან ან ჩავლენ მოარიდონ დასალევ წყალს ყველა გზით რომ ისინი მაინც ავაცილოთ ამ საშინელ ვირუსს თუ ჩხირს, აღარ ვიცი რა დავარქვა'' - დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პაატა შარაშენიძემ. მისი თქმით, ნათესავი უკვე ათი დღეა კლინიკაშია და ამ დრომდე მკურნალობს. ჩვენ მშობლებთანდაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ. იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხეიძე ადასტურებს, რომ აჭარიდან კლინიკაში ნამდვილად შეიყვანეს რამდენიმე არასრულწლოვანი. მათ ბაქტერიული დიარეა აქვთ, თუმცა არცერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში არ მკურნალობს. ''აჭარიდან ამ პერიოდში ბევრი პაციენტია გადმოყვანილი. რამდენიმე მათგანი წევს ურო-ნეფროლოგიურ დეპარტამენტში. ეს არის დაავადება, რომელიც ბაქტერიული დიარეის ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს. პაციენტები განყოფილებაში არიან უტარდებათ დიალიზი და არიან მეთვალყურეობის ქვეშ. არცერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე, არცრეანიმაციაში იმყოფებიან. ეს სტანდარტული გართულებაა ამ დაავადების, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. ვერ ვიტყვი, რომ წყალია. ასე, რომ იყოსერთი წყალმომარაგების ქსელიდან უნდა დაელია ყველა მოზარდს. მაშინ სამი და 4 კი არა ორასი და სამასი იქნებოდა. მიზეზი არის ნაწლავური-ბაქტრეიული ინფექცია, თუ არისსაკვებთან დაკავშირებული ეს შეიძლება იყოს არასათანადოდ გარეცხილი ხილი, ბოსტნეული, მწვანილი.არათერმულად შენახული პროდუქტი, მაგალითადფარში. ასევეხელების არასათანადო ჰიგიენური დამუშავება.მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს.მსგავსი შემთხვევები გასულ წელსაც იყო'' - განაცხადა ივანე ჩხეიძემ. აჭარის მაუწყებელი ბათუმის წყალს დაუკავშირდა, კომპანიაში ამბობენ, რომსოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი 'Escherichia coli' ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს.მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს. ,,ბათუმის წყალს“ აქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი. წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგს ლაბორატორია სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესაბამისად ახორციელებს. ხარისხის კონტროლი სათაო ნაგებობებზე, რეზერვუარებში და ქალაქის წყალსადენის ქსელში ყოველდღიურად ხორციელდება. ონკანებთან მისვლამდე სასმელი წყალი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. წყალმიმღებიდან აღებული წყალი გადის ორჯერად ქლორირებას, იფილტრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის წყალგაყვანილობის სისტემაში. საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი, „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ყოველწლიურად გეგმიური მონიტორინგის სამუშაოებს ახორციელებს. ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი უახლესი გერმანული და ამერიკული (HACH და IDEXX) მეთოდით ტარდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში დავადგინოთ სასმელი წყლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად ჩვენ დავნერგეთ. ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ სრულიად გამჭვირვალეა და საზოგადოებას მედიის საშუალებით პერმანენტულად ვაწვდით'' - წერია კომპანიის განცხადებაში. რამდენიმე წუთში კომენტარს გააკეთებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და მას მოგვიანებით შემოგზთავაზებთ.