აჭარაში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში646 პაციენტი მკურნალობს. მძიმე პაციენტების რაოდენობა79-ია. აქედან კიხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის12 პირი.
კოვიდ-სასტუმროში 1 144 ადამიანი რჩება.თვითიზოლაციაში იმყოფება9 254 მოქალაქე.
ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის განცხადებით,24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 9 401 პირს.
დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში არის 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24.