ჩინეთში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ბოლო 2 თვის მანძილზე, - ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 23 ადგილობრივი გადაცემის შედეგია, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სინძიანის პროვინციაში დაფიქსირდა, დანარჩენი შემთხვევები კი - იმპორტირებულია.
ცნობისათვის, ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 85 915 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 80 943 და დაღუპულია 4 634 ადამიანი.