,,დარწმუნებული ვარ, ქუთაისი მეორე ტურში ღირსეულ არჩევანს გააკეთებს"

Kutaisi Daily

“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეშვილი ამომრჩეველს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის. ხახალეიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურს არ ელოდა, თუმცა ემზადება და გამარჯვების იმედი აქვს. “პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ არჩევნებს, რომელიც თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა პარტია „ქართულ ოცნებას", რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ გუნდს შეუძლია დააკომპლექტოს მთავრობა, დიდი მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. რაც შეეხება ქუთაისის მერის არჩევნებს, პირველადი მონაცემებით მე მივიღე 46% და ქუთაისში ჩვენ გვაქვს მეორე ტური. მადლობას ვუხდი ჩემს ამომრჩეველს, რომელიც დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში კიდევ უფრო მობილიზებული იქნება. ჩვენს კონკურენტებს რაც შეეხებათ, მათ ჩვევიათ ბრძოლის ველიდან გაქცევა და ამიტომ ეს მათი არჩევანია. ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, ქუთაისი მეორე ტურში ღირსეულ არჩევანს გააკეთებს,”-ამბობს ხახალეიშვილი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #არჩევნები2020 #kutaisidaily topnews