საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 113 986 გამოჯანმრთელდა, 1 267 კი გარდაიცვალა. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 2 104 მოქალაქე, თვითიზოლაციაშია 52 822 პირი, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 857. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.