გიორგი ვაშაძე: "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არღვევს
Tbilisi Daily
ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საკუთარ Facebook გვერდზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს პოლიტიკური ინტრიგები.
"ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს "ნაციონალური მოძრაობა". ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დამარცხებას. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის კანდიდატზე და ჩემთან როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს. საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაღელვებს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.
ამ დრომდე, ისანში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი, "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იყრიდა კენჭს.