დაავადებას უნდა მართავდნენ ისეთი სპეციალისტები, როგორიც თენგიზ ცერცვაძეა - ლევან გოფოძე
Tbilisi Daily
დაავადების მართვა უნდა ხდებოდეს ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თენგიზ ცერცვაძეა - ლევან გოფოძე
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დაავადების მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თენგიზ ცერცვაძეა.
მისივე თქმით, დაავადების მართვასთან დაკავშირებით შემუშავებული პროტოკოლი სუფთა სამედიცინო საკითხია და ამ კუთხით საზოგადოების კრიტიკას არ არ ეთანხმება. გოფოძემ აღნიშნა, რომ
COVID19-ის მართვა ხდება კლინიკური ჯგუფის მიერ, რომელიც დეტალურად გადის ყველა პროტოკოლს, მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის პროტოკოლებს და ამის მიხედვით ხდება მისი დადგენა.
,,მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ამ დაავადების მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც ბატონი თენგიზ ცერცვაძეა,“- განაცხადა ლევან გოფოძემ.
#ლევანგოფოძე
#თენგიზცერცვაძე
#კორონავირუსი
#tbilisidaily