შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში თარიღი უკვე 29-ე წელია აღინიშნება.დღეის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებული 8598 აივ ინფიცირებულია. სპეციალისტების განცხადებით, უკანასკნელი წლების დინამიკა კი მიუთითებს რომ ქვეყანაში აივ/შიდსის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელმა სტაბილურ ნიშნულს მიაღწია.