მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
მოგვიანებით მსახიობის ძმამ, იმერი კავსაძემ, სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად წარიმართება. კახის კორონა აქვს, მეც მაქვს და მთელ ჩვენს ოჯახს დაგვემართა, ეს ისეთი რაღაცაა, ვერ გაიგებ, სად დაგემართება და როგორ. ჩვენ უკვე ერთი კვირაა ასე ვართ და 6-7 დეკემბერს სრულდება ჩვენი იზოლაცია და ყველაფერი იქნება რიგზე“, - განაცხადა იმერი კავსაძემ.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში კახი კავსაძის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30973978.html
#ახალი_ამბები
#twitter