ყველაზე დიდი ოზონის ხვრელი დაიხურა

Headline

ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ხვრელი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ოზონის ფენაზე არქტიკის თავზე, დაიხურა. მეცნიერებმა მარტის ბოლოს იშვიათი ნიშნები შენიშნეს ხვრელის ფორმირებაში და სავარაუდოდ ეს, ჩრდილოეთ პოლუსში დაბალი ტემპერატურის შედეგია. ოზონის ფენა დედამიწას იცავს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ეს გამოსხივება კი კანის კიბოს ძირითადი მიზეზია. ხვრელი საფრთხეს შეუქმნიდა ადამიანებს, თუ ის სამხრეთით გადაადგილდებოდა. ხუთშაბათს (23 აპრილს), კოპერნიკმა - ევროკავშირის დედამიწის მონიტორინგის პროგრამის გუნდმა - გამოაცხადა, რომ ხვრელი დაიხურა. დახურვას საერთო არ აქვს დაბინძურების შემცირებასთან, რაც გამოიწვია COVID-19- ის გან წარმოშობილმა პანდემიამ. ეს გამოწვეულია თბილი ჰაერით პილარულ რეგიონებში. წელს ტემპერატურა ამ რეგიონებში 20ºC– ით მაღალია ვიდრე გასულ წლებში. სტატია მოამზადა:ხატია ბიბილურიძემ წყარო - euronews.com #ოზონისხვრელი #დაბინძურება #კორონავირუსი #headline