ხელვაჩაურში მეწყერმა სავარაუდოდ 5 ადამიანი მოიყოლა - სტიქია აჭარაში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედაჯოჭოში, მეწყერი ჩამოწვა. ადგილობრივების თქმით, მეწყერმა თედორაძეებისსაცხოვრებელი სახლი მოიყოლა, რომელშიც 3 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. მეწყერი გზაზე მიმავალ ავტომობილსაც დაეცა, რომელშიც 2 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე, ამ დროისთვის სამძებრო და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე საათია, ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე, მისივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება. ადფგილზე მობილიზებულია და საძიებო სამუშაოებში ჩართულია აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან სხვა რეგიონის- სამეგრელოს, იმერეთი და თბილისი ჯგუფები, ჯამში 60 მაშველის შემადგენლობით.